www.Mtisambebi.ge - „მთას რა უჭირს და უგზოობა უჭირს, შუქი უჭირს, კომუნიკაცია უჭირს, სხვა არაფერი. ვინ გაცხოვრებს შენ და ვინ შეგინახავს. აქაურ ხალხს შრომა არ ეზარება. რომ გვეუბნებიან მთაში დაბრუნდით, მთა უნდა შევინარჩუნოთო, რითი? მთის კანონით 240 ლარი დამემატა წელიწადში, მეტი არაფერი. ვინც მართლა მთაში ვცხოვრობთ, ჩვენ არაფერი შეგვეხო. შუქი ჩვენ არ გვაქვს, გაზი არა გვაქვს. ან რა გვაქვს საერთოდ, მთის კანონი რომ შეგვხებოდა?“- მერაბ არდოტელი 45 წლისაა, პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს, სოფელ არდოტში ცხოვრობს. მესაზღვრეა და მუცოს სექტორზე მსახურობს.
Тэги:
#მერაბ_არდოტელი #არდოტი #ხევსურეთი #100_წამი_მთის_ამბებზე