„როდესაც ის ე.წ. ჭყლეტა მოხდა, და თქვენ იცით, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა“ - ასე უწოდა „ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ 1989 წლის 9 აპრილს მომხდარ ტრაგედიას, როცა საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
„ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ვერსია - „ჭყლეტა“ - ზუსტად ემთხვევა საბჭოთა პროკურატურის ვერსიას.
საბჭოთა პროკურატურის გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მომიტინგეებს მექანიკური ასფიქსია განუვითარდათ ჭყლეტის შედეგად, მომწამვლელი ნივთიერება კი არაფერ შუაში იყო.